воскресенье, 13 марта 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

.  დღევანდელი ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების (ბუკლეტის) განხილვით.  პროექტის მნიშვნელობის არსი გამოვაქვეყნეთ  მთავარ გვერდზე. მოვიძიეთ პროექტის იდეის  შესაბამისი  სტანდარტები  და დავწერეთ  მიზნები.  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმის შაბლონზე.  გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და დავუწერეთ კომენტარები

პროექტის სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები  შეძლებენ
1) მათემატიკის  სასკოლო კურსში შესწავლილი ცნებების  გამოყენებას.
2) ოპტიმალური ვარიანტის  შერჩევას.
3) განიმტკიცონ მათემატიკური  ცოდნა  პრობლემების  დამოუკიდებლად  გადაჭრისას.
4) გამოიმუშაონ  კვლევითი  უნარები
5) სხვადასხვა გზით მოპოვებული  ინფორმაციის  ანალიზს.
6) ტექნოლოგიების  გამოყენებას
7გეომეტრიული  ცოდნის  პრაქტიკულ  გამოყენებას.

суббота, 12 марта 2016 г.

ბუკლეტის შინაარსი

რა არის პროექტებით  სწავლება?

  • პროექტებით სწავლება საშუალებას იძლევა   მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის  სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა;
  •   პროექტი ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • პროექტებით სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია, დამუშაოს და გაუკეთოს ორგანიზება;
  • პროექტების სწავლება ეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილი შედეგების მიღწევაში;
  • მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოკიდებლად გადაჭრის ჩვევებს;
  • უწევს კონსულტაციას ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და ეჩვევა შემოქმედებით მუშაობას.

მეორე დღის რეფლექსია

  ტრენინგი დიწყო საორგანიზაციო საკითხებით.  შემდეგ ვისწავლეთ   ბლოგის  შექმნა.  სახელის, დიზაინის შეცვლა. ბლოგზე განვათავსეთ პროექტის იდეა. დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა.  მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ მოსწავლეებთან    მუშაობის  დროს.

пятница, 11 марта 2016 г.

პროექტის იდეა

ბინის რემონტი
პროექტი ითვალისწინებს პრაქტიკული საქმიანობისას მონაცემების მოპოვებაში და მოპოვებული მონაცემებით  გადაწყვეტილების მიღებაში გავარჯიშებას. მოსწავლე ატარებს გაზომვებს, ირჩევს შესაფერის საზომ ერთეულს და საზომ ხელსაწყოს. იმყარებს შეძენილ ცოდნას და ოჯახის წევრებსაც გაუწევს კომპეტეტნტურ კონსულტაციას ამ საკითხის ირგვლივ.